ალექსანდრიტის ლაზერი

• ალექსანდიტის ლაზერით ეპილაცია ( ALEXANDRITE , 755 NM ) - ეს არის ერთადერთი ტიპის ლაზერული ეპილაცია, რომელიც იძლევა დაუყოვნებლივ და ე.წ. თმის „სუფთა მოხსნის" ეფექტს. ალექსანდრისი ლაზერის სინათლის ენერგია აქტიურად შეიწოვება მელანინის მიერ რომელიც მდებარეობს თმის ღერში და თმის ფოლიკულში. სწორედ ამ პროცესის შედეგად
ხდება თმის დაშლა როგორც ღერის ასევე თმის ფოლიკულის, რაც საშუალებას იძლევა გარკვეული რაოდენობის პროცედურების შედეგად სამუდამოდ განთვალისუფლდეთ არასასურველი თმისგან.

ეპილაცია ყოველთვის უფრო ეფექტურია რაც უფრო მეტია სხვაობა თმის ფერსა და კანის ფერს შორის, თუმცა ალეკსანდიტის ლაზერი სხვადასხვა ფერის კანისთვის მიიჩნევა ყველაზე ეფექტურ საშუალებად. ალექსანდრიტის ლაზერის აპარატების, რომელსაც ასევე სამედიცინო ლაზერსაც ეძახიან ლიდერია მწარმოებელი კომპანიაა ამერიკული კომპანია CANDELA. სწორედ კანდელას აპარატოლოგიით მუშაობს ესთეთიკური მედიცინის ცენტრი ბელნატური.

ალექსანდრიტის ლაზერის უპირატესობად ითვლება:

მინიმალური ტკივილი, რასაც უზრუნველყოფს აპარატის მრავალფუნქციური გაციების სისტემა
ინფექციის ნულოვანი რისკი;
მინიმალური რაოდენობის უკუჩვენებები ;
სწრაფი აღდგენა - პაციენტებს შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას ;
მაღალი ეფექტურობა - თმის დამუშავებული ფართობი მთლიანად ქრება 4-6 პროცედურის შემდეგ. აუცილებელია პროცედურებს შორის სწორი დროის დისტანციის დაცვა! სეანსების რაოდენობა და პროცედურებს შორის სწორი დროის შუალედის განსაზღვრა დამოკიდებულია პაციენტის პირად ფიზიოლოგიური მახასიათებლებზე. ამიტომ ეს აუცლებლად უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად.

თითოეულ პროცედურაზე თქვენ თავისუფლდებით არასასურველი თმის 10-30% სგან. დაშლილი თმის ფოლიკულა პროცედურიდან რამოდენიმე დღის განმალობაში აგრძელებს ზრდას, რასაც ჰქვია თმის ცრუ ზრდის პროცესი. ამ დროს თმა კი არ იზრდება უბრალოდ თმის დაზიანებული ფოლიკულა ამოდის კანიდან. თუ დააკვირდებით თმა ამ დროს არის უფრო გასქელებული და მომწვარი. არ არის საჭირო რაიმე პროცედურა ამ თმის მოსაცილებლად. ეპილაციის დღიდან 1-2 კვირის განმავლობაში დაზიანებული თმის ფოლიკულები მთლიანად დაცვივდება და შესაბამისად შედეგიც სწორედ ამ პერიოდისსთვის არის შესამჩნევი.

ეპილაციის შემდეგ!
ლაზერული ეპილაცია სამედიცინო პროცედურაა, შესაბამისად მის შემდეგ საჭიროა დაიცვათ შემდეგი წესები.
1. მიუხედავად იმისა რომ პაციენტების უმრავლებას შეუძლია დაუბრუნდეს ჩვეულებრი აქტივობას დაუყოვნებლივ პროცედურის შემდეგაც მაინც შესაძლებელია გარკვეული სიწითლე და მცირე ანთება იმ ზონის სადაც ჩაიტარეთ ეპილაცია. მსგავსი სიწითლეები როგოც წესი რება პირველივე 24 საათის შემდეგ ქრება. პროცესის დასაჩქარებლად შესაძლებელია ეპილაციის შემდგომი სპეციალური დამხმარე კრემების გამოყენება ან თუ სასურველი კრემის ყიდვის საშუალება არ გაქვთ შეგიზლიათ უბრალოდ ყინულიც გამოიყენოთ ან მაგალითად ალოე ვერას შემცველი გელი. ბევრი პაციენტები უბრალოდ შერუჯვის შემდეგ გამოსაყენებელ კრემებსაც ხმარობენ.
2. პირველი 6-7 დღის განმალობაში მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, არ გაირუჯოთ
3. პირველი 24 საათი განმალობაში ერიდეთ შხაპს მაღალი ტემპერატურის წყლით
4. პირველი 72 საათი განმალობაში არ იხმაროთ რაიმე კომეტიკური საშუალება ან კრემი ეპილაციის ზონაზე რომელცი შეიცავს სპირტს.
5. პირველი 72 საათი განმალობაში არ ჩაიტაროთ მასაჟი და არ შეხვიდეთ საუნაში.