ანტიცელულიტური მასაჟი

კლასიკური ანტიცელულიტური მასაჟი, ბელნატურის პროდუქციის ტანის მოდელირების ხაზის გამოყენებით, წარმოადგენს ცელულიტისგან გათავისუფლებისა და სხეულის კორექციის საუკეთესო საშუალებას. მანუალური ანტიცელულიტური მასაჟი ხელს უწყობს კანში ლიპოიდური ბორცვაკების გაქრობას ქირურგიული და აპარატული მეთოდების გამოყენების გარეშე.
ანტიცელულიტური მასაჟი პრობლემურ ზონებზე კეთდება და ინიშნება სპეციალისტის მიერ 8-15 პროცედურა პრობლემიდან გამომდინარე.

ანტიცელულიტური მასაჟის შედეგად:
1. უმჯობესდება მიკროცირკულაცია, რაც, დროთა განმავლობაში, უზრუნველყოფს პრობლემურ ზონებში ცელულიტის დარბილებას და შემდგომ მის შემცირებას. „ბელნატურის“ ტანის მოდელირების ხაზის პროდუქცია ზემოქმედებს უშუალოდ ცხიმოვანი უჯრედების გროვებზე და იწვევს მათ რღვევას. ხოლო პროდუქციის კომპონენტები აგრეთვე უზრუნველყოფენ პრობლემურ ზონებში დარღვეული კოლაგენისა და ელასტინის სტრუქტურის აღდგენას, რაც კანს უბრუნებს ჯანსაღ იერს, ტურგორს, სიმკვრივეს, წელვადობასა და ელასტიურობას.
2. გამომდინარე იქედან, რომ ცელულიტის განვითარების ზონებში ლიმფის დინება შეზღუდულია და ლოკალურ შეშუპებასაც აქვს ადგილი, ანტიცელულიტური მასაჟის დროს ლიმფოდრენაჟი ხელს უწყობს ამ შეშუპების მოხსნას, გათხევადებული ცხიმის, შლაკებისა და ტოქსინების (ცელულიტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი) გამოდევნას პრობლემური ზონებიდან.
ანტიცელულიტური მასაჟი შესაძლებელია გაკეთდეს ანტიცელულიტური შეფუთვებითაც:
„ბელნატურში“ ანტიცელულიტური შეფუთვისთვის გამოიყენება „ბელნატურის“ ჯინჯერის ტალახი.

ეს არის თვითთბობადი შეფუთვა სპეციების თანხლებით. ჯინჯერის ტალახი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას პრობლემურ, თერაპიით ზემოქმედების ზონებში, ააქტივებს ლიპოლიზის-ცხიმოვანი უჯრედების დაშლის- პროცესს, ხოლო სპეციების ზემოქმედებით ძლერდება ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნა.ჯინჯერის ტალახით შეფუთვამდე სპეციალისტი ამუშავებს სამოქმედო ზონას „ბელნატურის“ სკრაბით, კანის ზედაპირიდან აშორებს ეპიდერმისის გარქოვანებულ, მკვდარ უჯრედებს და ამით ზრდის ჯინჯერის ტალახის მოქმედების ეფექტურობას. გარდა ანტიცელულიტური ზემოქმედებისა, პირველივე პროცედურის შემდეგ პაციენტი სამოქმედო ზონებში გრძნობს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას, გაჯანსაღებას.
„ბ“ გამოიყენება წონაში კლებისა და ანტიცელულიტური აპარატული პროგრამები. იხილეთ „ტანის მოვლის აპარატული პროგრამები“.

პროპოლისით

ანტიცელულიტური მასაჟი თაფლით
ნატურალური თაფლის სამკურნალო თვისებები, მისი ანტიოქსიდანტური მოქმედება უზრუნველყოფს თაფლის ანტიცელულიტური პროცედურების ეფექტურობას. ამ პროდუქტით ჩატარებული თერაპია მიმართულია პრობლემურ ზონებში სისხლის მიმოქცევის გაძლიერების სტიმულაციისკენ. ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა და ცხიმოვანი უჯრედების ლიზისი (დაშლა). თაფლის ანტიოქსიდანტური თვისებები კი პრობლემურ ზონებში არსებულ თავისუფალრადიკალურ პროცესებს აღკვეთავს და აუმჯობესებს ამ ზონებიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნის პროცესს.

„ბელნატურში“ გამოიყენება წონაში კლებისა და ანტიცელულიტური აპარატული პროგრამები. იხილეთ „ტანის მოვლის აპარატული პროგრამები“.