ავტორუჯი

ბზინვარე და გარუჯული კანი 3 წუთში !!

ნუ დაელოდებით ზაფხულს რუჯის მისაღებად, მობრძანდით „ბელნატურში“ და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნამზეურის ფერი.

„მისტიური გასარუჯი კაბინა“ ავტორეჟიმით მუშაობს და ორიენტირებულია ბუნებრივი ნამზეურის ეფექტის შექმნაზე.

ბზინვარება - კანს ანიჭებს მცირედ შეფერილობას, ბუნებრივ ჯანსაღ ფერს და ბზინვარებას. განკუთვნილია ღია ფერის კანისთვის
ღია ფერის რუჯი - წარმოქმნის 1-3 ტონით მუქ შეფერილობას ბუნებრივთან შედარებით. განკუთვნილია ღია ფერის კანისთვის
საშუალოდ მუქი ფერის რუჯი - წარმოქმნის 2-4 ტონით მუქ შეფერილობას ბუნებრივთან შედარებით. განკუთვნილია საშუალო და ოდნავ მუქი ფერის კანისთვის.
მუქი ფერის რუჯი - წარმოქმნის 3-5 ტონით მუქ შეფერილობას, ბუნებრივ ფერთან შედარებით. განკუთვნილია საშუალო და მუქი ფერის კანისთვის.
სპრეის შემადგენლობაში ალოე ვერას, მწვანე ჩაის ექსტრაქტის, აკაციისა და ლარეას შემცველობა, დამატებით უზრუნველყოფს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას, დატენიანებას და ჯანმრთელი იერის შენარჩუნებას.

პროცედურის არსი:

კაბინაში შესვლისთანავე ხვდებით თბილ და მიმზიდველ გარემოში, აეროგრაფი ავტომატურ რაჟიმში აფრქვევს თქვენს მიერ წინასწარ შერჩეული ტონის მქონე სპრეის, ნაზად გეხებათ თავიდან ფეხის თითებამდე და უზრუნველყოფს გასარუჯი საშუალების თანაბარ გადანაწილებას, მთელ სხეულზე, საჭირო რაოდენობით. თბილი ჰაერის ნაკადი, კი კანის სრულ გაშრობას განაპირობებს, რის შემდეგაც თეთრი სამოსის ჩაცმაც შეგიძლიათ.

ავტოგარუჯვისთვის 3 წთ საკმარისია, ხოლო ნამზეური სრულყოფილ ფერს 6 -7 საათში იძენს. შენარჩუნება 5-7 დღის განმავლობაში ხდება.

*პროცედურის ჩატარებამდე, სასურველია, ტანის პილინგის ჩატარება, რომ ეფექტი უფრო თანაბარი და ხანგრძლივი იყოს