დიოდური ლაზერი

დიოდური ლაზერული ეპილაციისას გამოყენება მონოქრომატული სინათლე არასასურველი თმის მოსაშორებლად და ზრდის შენელებისთვის. ამ სხივის ენერგია შთაინთქმება თმის ღერის მიერ, ხოლო ფოლიკულში ჩაღწევისას, ფოლიკულის სტრუქტურა ირღვევა და რამოდენიმე ხნის შემდეგ თმა ცვივა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ლაზერის ზემოქმედება ვრცელდება მხოლოდ აქტიურ, მზარდი თმის ღერის ფოლიკულებზე, რომელთა რაოდენობაც სხეულზე დაახლოებით 30%-მდეა.
არსებობენ მიძინებული ფოლიკულები, რომლებიც ლაზერის სხივისთვის უხილავია. ენერგია მათზე არ ზემოქმედებს ან მოქმედებს ნაწილობრივ და იწვევს მათ დეფორმეციას, თუმცა ეს ფოლიკულები არ იღუპებიან ბოლომდე. დროის რაღაც მონაკვეთში, ისინი იღვიძებენ და მათგანაც იწყებს თმა ზრდას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული: ზრდის ფაზაში არსებული თმების მთლიანი რაოდენობა არ ექვემდებარება ლაზერულ დამუშავებას, რადგან კანის ერთ ზონაზე არის მეტად მუქი და ღია თმებიც. და თუ ერთი მსხვილი და მუქი ღერის თმა რეაგირებს ლაზერის განსაზღვრულ სიმძლავრეზე, მაშინ სხვა-ნაკლებად მსხვილი და მუქი არის მდგრადი ამ ზემოქმედებისგან და მათთვის, გამოღვიძებული ფოლიკულებიდან წამოსული თმის ღერებთან ერთად, საჭიროა შემდგომი სეანსების ჩატარება 1,5-2 თვის ინტერვალით. ეპილაციის საერთო კურსი შედგება 6-8 პროცედურისგან. დიოდური ლაზერის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი სისქის, ფერის თმის მოშორება.

დიოდური ლაზერით ეპილაცია უმტკივნეულოა. თუმცა გამოიყენება ადგილობრივად საანესთეზიო საშუალებების შემცველი კრემი.

პროცედურა:
• პროცედურის ჩატარების წინ ლაზერით ზემოქმედების ზონა უნდა გაიპარსოს პროცედურამდე 4-6 საათით ადრე.
• არ შეიძლება იმ პროცედურების ჩატარება, რომლებიც არღვევენ თმის ბოლქვის მთლიანობას-ბიოეპილაცია და სხვა სადეპილაციო საშუალებების გამოყენება.
• პროცედურის ჩატარებამდე 2 კვირის განმავლობაში არ შეიძლება გარუჯვა
• პროცედურის დროს მიმდინარეობს სამოქმედო ზონის ძლიერი გაგრილება ლაზერის აპარატის საფირის ბოლოთი.