ინექციური კოსმეტოლოგია

პლაზმოლიფტინგი

კანის გაახალგაზრდავების ეს უნიკალური მეთოდი ემყარება პაციენტის პლაზმის გამოყენებას.ამ პროცედურის გაკეთების შემდეგ შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები(ფიბრობლასტები) იწყებენ კოლაგენის,ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს,პლაზმოლიფტინგის დროს რეალურად ხდება კანის გაახალგაზრდავება და აქვს ხანგრძლივმოქმედი ლიფტინგის ეფექტი (1.5-2წლით).
გამორიცხულია ალერგიული რეაქციები და ინფექციური გართულებები, ახასიათებს მაღალი ეფექტურობა, არ ახდენს კუნთების ბლოკირებას მოქმედების არეში.
უნემსო მეზოთერაპიის დროს ფრთხილად შეგვყავს ბუნებრივი მეზოთერაპიის სითხე სამკურნალო ადგილებში და ქსოვილებში.
მეზოთერაპიული პრეპარატები წარმოადგენენ მინერალური ნივთიერებების , ვიტამინებისა და ამინომჟავების ნარევს-კოქტეილს, რომელიც შერჩეულია პროცედურის ჩატარების ჩვენებების შესაბამისად.
ხდება სახის კანის ლიფტინგი დაღლილი და შეშუპებული კანისთვის,ასწორებს თვალის კუთხესთან არსებულ ნაოჭებს,ჭიმავს კანს.

მეზოთერაპია

როგორც მოგეხსენებათ, მეზოთერაპია მთელ მსოფლიოში მეტად გამოყენებადი და მოთხოვნადი მეთოდია. მისი მეშვეობით ებრძვიან ნაადრევი დაბერების ნიშნებს, ნაოჭებს, კანის პიგმენტაციას, მოშვებულ კანს, ახდენენ ტანის პროპორციების კორექციას, მკურნალობენ ცელულიტს, თმის ცვენას, აკნეს და ა.შ.
მეზოთერაპიული პრეპარატები წარმოადგენენ მინერალური ნივთიერებების , ვიტამინებისა დაამინომჟავების ნარევს-კოქტეილს, რომელიც შერჩეულია პროცედურის ჩატარების ჩვენებების შესაბამისად.
მეზოთერაპიის სრული კურსის ჩატარების შემდეგ 2 კვირაში მეტად აქტიურად ვლინდება შემდეგი დამახასიათებელი ნიშნები:
• კანის ზოგადი მდგომრეობის გაუმჯობესება
• კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის მდგომარეობის გაუმჯობესება
• წონის კლება
• კანის სიმკვრივისა და ტურგორის მატება
• ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზება.
მეზოთერაპიის კურსის შერჩევა ხდება სპეციალისტის მიერ და ინდივიდუალურია ყველა პაციენტისთვის

ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიაზაცია ეს არის ჰიალურონის მჟავის ინიექციური მეთოდით კანქვეშ შეყვანა.პროცედურა ატენიანებს კანს, რადგანაც ჰიალურონის მჟავა კარგად იკავებს სითხეს. ის აგრეთვე ასტიმულირებს ორგანიზმში კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, ამიტომაც კარგად ებრძვის წვრილ ნაოჭებს- თვალების გარშემო და პირის კუთხეებთან.
ტერმინი ბიორევიტალიზაცია პირდაპირი მნიშვენობით ნიშნავს „გაცოცხლებას“ ბიორევიტალიზაციის საშუალებით ხდება კანის ტონუსის ელასტიურობის და ფერის აღდგენა, იგი იცავს კანს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას, ახდენს კანის რესტრუქტურიზაციას და კანის რესტრუქტურიზაციას და კანის დაბერების რეალურ შენელებას. პროცედურების გაკეთება დასაშვებია ნებისმიერ ასაკში..ეფექტი დგება მომენტალურად.
პროცედურები მიზანშეწონილია წელიწადში 2-ჯერ.
პრეპარატის შეყვანის დრო და თანმი
პროცედურები მიზანშეწონილია წელიწადში 2-ჯერ.
პრეპარატის შეყვანის დრო და თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალურად ჩვენების მიხედვით.

4. ფილერი
ფილერი გულისხმობს სპეციალური შემავსებელი გელის, ფილერის (filler- შემავსებელი) შეყვანას კანქვეშ.
ნაოჭების შესავსებად და ვიზუალურად მათ გასაქრობად ( მსხვილი, საშუალო და წვრილი ნაოჭები) ტუჩების, თვალის გარშემო, ცხვირ-ტუჩის, შუბლის არეში;
როგორც შემავსებელი-მოცულობითი ეფექტის მისაღებად ტუჩის, ყვრიმალის, ნიკაპის მიდამოში, სახის ოვალის კორექციისთვის, ტუჩის კუთხის, თვალის კუთხის და წარბის ასაწევად; ქვედა ქუთუთოს კორექციისთვის.
გარდა შემავსებლის ფუნქციისა, ჰიალურონის მჟავა იწვევს წყლის შეკავებს და კოლაგენის გამომუშავების გააქტიურებას, შესაბამისად კანი დროთა განმავლობაში ხდება უფრო ტენიანი და ელასტიური, ხოლო პრეპარატის გაწოვის შემდეგ ნაკლები ინტენსივობის ნაოჭი რჩება.
პროცედურა ტარდება წინასწარ მომზადებულ (დამუშავებულ) კანზე, პრეპარატის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. პრეპარატი შეგვყავს სპეციალური კანულით, ქსოვილის ნაკლები ტრამვატიზაციის მიზნით, თუმცა შესაძლებელია მისი შეყვანა მიკროინექციებითაც.
პროცედურის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში და არ საჭიროებს აღდგენით პერიოდს.
ეფექტი დგება მომენტალურად და დროთა განმვლობაში შესაძლებელია პრეპარატის დამატება ეფექტის გაძლიერების მიზნით.
უკუჩვენებებია: ორსულობა, მწვავე ცხელებითი დაავადებები, ჰემოფილია, ნეფროპათია.

ფილერი

ბოტოქსი

ბოტოქსის ინიექციები კოსმეტოლოგიის სფეროში უახლესი ინოვაცია არ არის, ვისაც ასაკის “წაშლა” გსურთ საკუთარი სახიდან ეს უაღრესად ეფექტური საშუალება უნდა გამოიყენოთ. ყველა იმ ადამიანის გამოხმაურება, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ახალგაზრდობის ამ ჯადოსნური კოქტეილის მოქმედება, ერთსულოვანია: “ბოტოქსის ინიექცია” – ეს მოდა არ არის. დღეს, ბოტოქსისა და დისპორტის ინიექციები – სახის მოვლის პროგრამის აუცილებელი ელემენტია.. ბოტოქსი სასწაულებს ახდენს:

ბოტოქსის ინიექციები ძირითადად კეთდება შუბლზე, ასწორებს ჰორიზონტალურ მიმიკურ ნაოჭებს, ნაკეცებს წარბებს შორის, ნაოჭების ქსელს თვალების ირგვლივ (“ბატის თათები”);
კიდევ ერთი ჯადოსნური მოქმედება – ბევრი პაციენტი ინიექციის შემდეგ არა მარტო ნაოჭებისგან, არამედ თავის ტკივილისგანაც თავისუფლდება. ბოტოქსის მოქმედების შედეგად კუნთები დუნდება და აღარ ახდენს ზეწოლას ნერვულ დაბოლოებებზე, რაც შაკიკის პროვოცირებას იწვევს.

დისპორტი- მიღების ტექნოლოგიიდან გამომდინარე, მცირედ უფრო სტაბილური პრეპარატია და მისი მოქმედების ეფექტიც 1 თვით უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ბოტოქსის მოქმედება.ინექციის შემდეგ 1 - 2 საათში ბოტოქსი აღწევს კუნთში, ხოლო მოგვიანებით, როგორც ნებისმიერი პროტეინი, ის იშლება ორგანიზმის მიერ და გამოიყოფა.
ლოკალური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) საკმაოდაა გავრცელებული და დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანებს. ჭარბი ოფლიანობის ადგილებში, ბოტოქსის (დისპორტის) კანქვეშა ინექციები უბრალო, სრულიად უსაფრთხო, უმტკივნეულო და ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს. ამ პრეპარატის მიკროსკოპული დოზები ახდენს ლოკალური საოფლე ჯირკვლების ფუნქციების დროებით შეჩერებას. ეფექტი ნარჩუნდება 4-8 თვის განმავლობაში. ორგანიზმში ოფლის სეკრეცია ჩვეულად გრძელდება, სამაგიეროდ აღარ არსებობს პრობლემური უბნები.