პილინგი
შემჩნეულია, რომ კანის ზედაპირული დაზიანება ასტიმულირებს მის რეგენერაციას, რის შედეგადაც ხდება სიცოცხლისუნარმოკლებული უჯრედების აშრევება და ახლით მათი შეცვლა. ეს მეთოდი ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის დროიდანაა ცნობილი და გამოიყენება კანის გასაახალგაზრდავებლად. ეპიდერმისისა და დერმის (ნაკლოვანებებთან ერთად) აშრევების მიზანმიმართული და კონტროლირებადი პროცესი იწოდება დერმაბრაზიად ანუ პილინგად. პილინგი სხვადასხვა მეთოდით მიმდინარეობს : ულტრაბგერით, მექანიკური დერმაბრაზიით, ლაზერის გამოყენებით, ფერმენტებით, მჟავებით და ა. შ. მჟავების გამოყენება ქიმიური პილინგის არსს წარმოადგენს.
ქიმიური პილინგი არაა შემოფარგლული მხოლოდ ესთეტიკური ეფექტებით. ამ მეთოდს იყენებენ ისეთი დაავადებებისა და კანის დაზიანების დროს, როგორებიცაა აკნე, ფოტოდაბერება, კერატომები, წვრილი ნაოჭები, ზედაპირული ნაწიბურები, დიდი ზომის ფორები, ჭორფლი, ხლოაზმები, იხთიოზი, ქსეროდერმია ....
შეღწევადობისა და ზემოქმედების მიხედვით განარჩევენ ზედაპირულ, საშუალო და ღრმა პილინგს.
ზედაპირული ქიმიური პილინგის დროს ხდება ეპიდერმისის ზედაპირული შრეების ან მთლიანად ეპიდერმისის ექსფოლაცია
საშუალო ქიმიური პილინგისას ხდება აპიდერმისისსა და დერმის პროგრამული ქიმიური დაწვა.
ღრმა ქიმიური პილინგის დროს იყენებენ ფენოლის ან კროტონის ცხიმის შემცველ ნივთიერებებს. ამ დროს ხდება მაქსიმალური დესტრუქცია თითქმის დერმის ბადებრივ შრემდე. ფენოლის პილინგის დროს ხდება ატროფიული ნაწიბურების მოცილება, ღრმა ნაოჭების გასწორება. კანის ზედაპირი ხდება გადაჭიმული და ამის შენარჩუნება 5-8 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
პროცედურის ხანგრძლივობა 30-40 წუთი
კარბონის
კანის სტრუქტურისგაუმჯობესების უნივერსალური მეთოდი
კარბონის ლაზერული პილინგი უმტკივნეულო და ეფექტური ინოვაციური კოსმეტიკური პროცედურაა. ის აქრობს კანის პრობლემის გამომწვევ მიზეზს, და არა სიმპტომებს.
მსოფლიოს წამყვანმა კოსმეტოლოგებმა, კარბონის პილინგს, ნამდვილი პანაცეა უწოდეს ! ის იდეალურად უხდება როგოც პრობლემური კანის (აკნე) მქონე მოზარდებს, ასევე მოზრდილებს, რომლებიც ზრუნავენ კანის ახალგაზრდობისადა სიმკვრივის დიდხანს შენარჩუნებაზე. კარბონის პილინგი, მისაღებია ნორმალური კანისთვისაც – პროცედურის შემდეგ ის სიმკვრივეს, თანაბარ რელიეფს და ერთგვაროვან - ბრწყინვალე ფერს იძენს.სხვა პილინგებისგან განსხვავებით, კარბონის პილინგის უპირატესობა გახლავთ ის, რომ მისი გაკეთება წლის ნებისმიერ დროს, ყველაზე ცხელ ზაფხულშიც კი შეიძლება!
კარბონის ლაზერული პილინგით სარგებლობის უპირატესობები:
o ასწორებს ნაოჭებს
o ამკვრივებს და აახალგაზრდავებს კანს
o ხსნის სიწითლეს და გამონაყარს, როგორც სახეზე, ასევე - ტანზე
o ავიწროებს ფორებს
o აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს
o აუმჯობესებს კანის ფერს
o კურნავს აკნესა და პოსტაკნეს შედეგებს
o ააქტიურებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას
o არეგულირებს ლიპიდური ცვილისა და ცხიმის გამოყოფას
კარბონის ლაზერული პილინგი - პილინგის ინოვაციური ტექნოლოგია
კარბონის ლაზერული პილინგის განსაკუთრებული ეფექტურობის საიდუმლო, ახალი ტექნოლოგიური მიღწევებია - ლაზერის და ფოტოგაახალგაზრდავების შეთავსება. კარბონის პილინგის შედეგები, განსაკუთრებით თვალსაჩინო მას შემდეგ გახდა, რაცკოსმეტოლოგებმა ნახშირბადის ნანოგელის გამოყენება დაიწყეს.
კარბონის პილინგი ნეოდიმურილაზერით სრულდება. პროცედურა 2 ეტაპიანია:
სახისკანი, სპეციალური ნანოგელით იფარება და ლაზერული მსუბუქი პილინგი კანს გარქოვანებულფენას აცილებს; შემდეგ იწყება ბრაშინგი, რამ კანი გათავისუფლდეს გაღიზიანების, სიწითლისა და მკვდარი უჯრედებისგან.
ხორციელდება ფოტოთერმოლიზი, ლაზერული იმპულსების საშუალებით . კონტროლირებადი ღრმა გათბობის შედეგად, დერმა ელასტინის და კოლაგენისგამომუშავებას იწყებს. ასე იწყება გაახალგაზრდავების პროცეს.ცვლილებას კანზე, პირველივე პროცედურის შემდეგ იგრძნობთ, ეფექტი კი დროთა მანძილზე იზრდება.