აპარატურული კოსმეტოლოგია

მიკროდერმაბრაზია

მიკროდერმაბრაზია- მექანიკური პილინგი,მიკროდერმაბრაზიის მეთოდით ზემოქმედება უფრო ძლიერია, ვიდრე ხილის მჟავებით, მაგრამ ნაკლებად ტრავმულია, ვიდრე ქიმიური პილინგი. ამასთან მიკროდერმაბრაზიის საშუალებით შესაძლებელია სახის კანის მრავალი პრობლემის გადაწყვეტა.
მიკროდერმაბრაზია, ეს დოზირებული პილინგია, აგრეთვე ამ დროს კანზე ხდება მცირე აბრაზიული ნაწილაკების (ალუმინის ოქსიდის კრისტალები) კანზე დატანა წნევის ქვეშ. ისინი ახდენენ კანის ეპითელიუმის რეგენერაციის სტიმულირებას. მიკროდერმაბრაზია გავლენას ახდენს კანქვეშა ქსოვილზე, ააქტივებსკანქვეშა შრეების ცხოველქმედებას.
დერმაბრაზიის მეშვეობით ხდება კანის ზედაპირის გასწორება, სისხლმომარაგების, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის სტიმულაცია, კანის საერთო ტონუსი მატულობს, ის ხდება მეტად მკვრივი, გლუვი, სწორდება ნაოჭები და გამონაყარის შემდგომი ნაწიბურები კანზე.

მუშაობის პრინციპი:

სპეციალური მიკროკრისტალები გადანაწილდებიან კანის ზედაპირზე წნევით აპლიკატორის მეშვეობით, შედეგად კანიდან თანდათანობით და თანმიმდევრობით ხდება გარქოვანებული უჯრედების აშრევება. გამოყენებული კრისტალები აშრევებული კანის ნაწილებთან ერთად შორდებიან ვაკუუმის გამწოვის მეშვეობით და გროვდებიან სპეციალურ კონტეინერში.

მიკრო დერმაბრაზიის ჩვებნებები:

• გამოფიტული და სიცოცხლესმოკლებული კანი
• წვრილი ნაოჭების ბადე
• პრობლემური ცხიმიანი კანი
• გაფართოვებული ფორები
• სტრიები
• პიგმენტაცია
• ატროფიული და ჰიპერტროპიული ნაწიბურები

მიკროდერმაბრაზიის პროცედურასთან ერთად მიმდინარეობს კომპლექსური სამკურნალო ღონისძიებები კოსმეტიკური საშუალებებით (პრობლემიდან გამომდინარე)

პროცედურის ხანგრძლივობა 30-40 წუთი

უნემსო მეზოთერაპია

უნემსო მეზოთერაპიის საშუალებით 2000 ჯერ მეტ ეფექტს ვღებულობთ ვიდრე სხვა კანის მოვლის საშუალებებით. არაქირურგიული გზით კანის აღდგენის პროცედურა, უნემსო
მეზოთერაპიის დროს ფრთხილად შეგვყავს ბუნებრივი მეზოთერაპიის სითხე სამკურნალო ადგილებში და ქსოვილებში.
მეზოთერაპიული პრეპარატები წარმოადგენენ მინერალური ნივთიერებების , ვიტამინებისა და ამინომჟავების ნარევს-კოქტეილს, რომელიც შერჩეულია პროცედურის ჩატარების ჩვენებების შესაბამისად.ხდება სახის კანის ლიფტინგი

დაღლილი და შეშუპებული კანისთვის,ასწორებს თვალის კუთხესთან არსებულ ნაოჭებს,ჭიმავს კანს.გამოიყენება მოშვებული ლოყების ასაწევად,ღაბაბის ასაწევად,თვალის უპეებისთვის.

RF ლიფტინგი

RF ლიფტინგი- ეს არის ელექტრული ველის მოქმედება კანსა და კანქვეშა ქსოვილებზე რადიოტალღების სიხშირის დიაპაზონში.
პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. პირველი შედეგი ვლინდება მომენტალურად და იგი თანდათან ძლიერდება. საბოლოო შედეგი დგება მკრუნალობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ და ეფექტურობას ინარჩუნებს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში.
პროცედურის საშუალებით ხდება კანის გაახალგაზრდავება და გადაჭიმვა (ლიფტინგი) უოპერაციოდ ხანგრძლივმომქმედი ეფექტით.
კანის გაახალგაზრდავება ხდება უჯრედების ბუნებრივი სტიმულაციის გზით, რადიოტალღები მოქმედებს კანის ღრმა ფენებზეც, ახდენს კოლაგენის სინთეზის გააქტიურებას და კანის საერთო ფართობის მნიშვნელოვან შემცირებას, შემაერთებელი ქსოვილის მოდუნებული ბოჭკოების დაჭიმვას, ფიბროზული ქსოვილის ალაგებას. შედეგად, იმატებს კანის ტონუსი, იგი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური( ოპერაციული გადაჭიმვის შედეგად კანი პირიქით, თხელდება).
ალაგებს მცირე და საშუალო ზომის ნაოჭებს (თვალის გარშემო, ტუჩის ნაოჭები), ასწორებს „ფორთოხლის“ და მოდუნებულ კანს ( სახე, „დეკოლტეს“ მიდამო, მხრის შიდა ზედაპირი, მუცელი, ბარძაყები, დუნდულოები); ამცირებს/ალაგებს სტრიებს, აუმჯობესებს კანის ფერს და სტრუქტურას, ასწორებს გრავიტაციულ ფტოზს და ლიპოსაქციის შემდგომ დეფექტებს;
RF-ლიფტინგის ჩვენებებია: მოშვებული, დაბერებული, გამომშრალი კანი. სტრიები, ნაოჭები, ცელულიტი.
უკუნაჩვენებია:
-ელექტროსტიმულატორის და მეტალის იმპლანტის არსებობა ზემოქმედების არეში.