სპორტული მასაჟი
სპორტული მასაჟი მიმართულია კუნთების მუშაობის აქტივაციისკენ, კუნთების ტონუსის და ელასტიურობის გაუმჯობესებისკენ. სპორტული მასაჟი შეიძლება გამოიყენოთ ფიზიკური შესაძლებლობების სრულყოფისთვის ფიზიკურ დატვირთვამდე ან შემდეგ. ხანგრძლივობა-30-60-90 წთ
ეს არის მასაჟების სამკურნალო სახეობა და მის ეფექტებს წარმოადგენენ:
საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება
ცელულიტის წარმოქმნის პროფილაქტიკა
მასტოპათიის მკურნალობა
ვენების დაავადების მკურნალობა
კანის, კუნთებისა და ქსოვილების მდგომარეობის გაუმჯობესება
კლასიკური მასაჟი
კლასიკური საერთო მასაჟი ადუნებს კუნთებს და ატონიზირებს, უმჯობესდება კანის კვება და ტურგორი. სტიმულირდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, შედეგად ორგანიზმში რეგენერაციული პროცესები აქტიურდება. კლასიკური მასაჟი აგარიდებთ თავიდან სისხლის შეგუბებას, რაც წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების მიზეზს. ეს მასაჟი შეიძლება განხილული იქნეს როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, პროფილაქტიკურ-სამკურნალო პროცედურა. ამაღლებს იმუნიტეტს.
საერთო მასაჟი ხსნის დაძაბულობას და სტრესს. ცნობილია, რომ დაძაბულობა ყველაზე მეტად კუნთების გამკვრივებას და მათი დაჭიმულობის მატებას იწვევს. კუნთის ქსოვილი კარგავს ელასტიურობას და პალპაციით იგრძნობა მათი სიმკვრივის მატება-კუნთი ქვასავით მაგარი ხდება. ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ გესაჭიროებათ კლასიკური საერთო მასაჟის პროცედურების ჩატარება. ხანგრძლივობა-30-60-90 წთ