აპარატურული
lpg
ულტრათანამედროვე ულტრაბგერითი და ვაკუუმოთერაპიის აპარატი შლის ცხიმებს, ცელულიტს პრობლემური ზონების დამუშავებით. ულტრაბგერის ზემოქმედებით ცხიმი თხევადდება, ხოლო ვაკუუმოთერაპიით სრულდება ლიმფოდრენაჟი–გათხევადებული ცხიმი ხვდება ლიმფაში და სისხლის მიმოქცევის სისტემაში და დროთა განმავლობაში გამოიდევნება გარეთ.
პროცედურამ კოდური დასახელებით -“LPG”- ბოლო ხანებში ბევრი თაყვანისმცემელი გაიჩინა.უკვე 20 წელზე მეტია მსოფლიოში ქალები უპირატესობას ანიჭებენ აპარატულ LPG (პულსური ვაკუუმი) -მასაჟს, ძვირადღირებულ და გარკვეულწილად საშიშ პლასტიკურ ოპერაციებთან შედარებით. მეცნიერებიც აღიარებენ აპარატულ LPG -მასაჟს, როგორც ცელულიტის სამკურნალო ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ ტექნოლოგიად. და არა მარტო ნებისმიერი სტადიის ცელულიტის წინააღმდეგ, არამედ მოდუნებული კანის გასამკვრივებლად, რაც ძალიან აქტუალურია მშობიარობის ან ექსპრეს დიეტებით წონის სწრაფი დაკლების შემდგომ სხეულის რეაბილიტაციისთვის.სხვა მეთოდებისგან განსხვავებით ის ცელულიტს მარტო შეუმჩნეველს კი არ ხდის, არამედ- სრულად კურნავს!
ძირითადი ფუნქციები:
ცხიმოვანი ქსოვილის შემცირება
ცელულიტის მკურნალობა
სხეულის მოდელირება
კანის ლიფტინგი
შეგუბებითი პროცესების ლიკვიდირება
ოსტეოქონდროზის პრევენცია
ვენების ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკა
მოქმედების მექანიზმი:
მასაჟორის სპეციალურ მანიპულაში იქმნება უარყოფითი წნევა, რაც იწვევს კანის მცირე უბნების შეწოვას. მასაჟის დროს დამუშავებულ არეში ტემპერატურა იმატებს 1,5 – 2 გრადუსით და ძლიერდება მეტაბოლური პროცესები, სისხლის და ლიმფის მიმოქცევა და შედეგად იწყება ცხიმების წვა.
თქვენთვის ჩვენი ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმები შეარჩევენ ინდივიდუალურ პროგრამას თქვენი ჯანმრთელობისა და თავისუფალი დროის გათვალისწინებით. ექიმის კონსულტაცია უფასოა.
ერთი პროცედურა გრძელდება დაახლოებით ერთი საათი. შედეგი არის პირველივე პროცედურაზე! თქვენ მაშინვე იგრძნობთ სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას, შეშუპება გაქრება, კანი გახდება გლუვი და ელასტიური. პროცედურის დროს გამომუშავებული სიამოვნების ჰორმონები კი შეგიქმნიან საუკეთესო განწყობას!
პრესოთერაპია
პრესოთერაპია-
ამ პროცედურის ჩატარებისას იფუთებით თერმოკომბინიზონში. ჰაერის წნევის ცვალებადობით და ინფრაწითელი თერმული მოქმედებით მიიღწევა ანტიცელულიტური ეფექტი, ხოლო ლიმფოდრენაჟი გადადევნის გათხევადებულ ცხიმს ლიმფურ სისტემაში. გარდა ამისა კომბინიზონი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან. ელექტროსტიმულაციის მეშვეობით (ელექტროდები განთავსდება კუნთებზე) კუნთების გავარჯიშება ხდება, რაც ზოგადად სხეულს ხვეწავს და უფრო მიმზიდველს ხდის.
პრესოთერაპია ესაა ქსოვილებზე შეკუმშული ჰაერით პულსირებული, გარდამავალი და დოზირებული (კონტროლირებადი) ზეწოლა, რომელიც სპეციალური სამოსით გადაეცემა კანს, კუნთებს, ვენურ და ლიმფურ სადინარებს. კომპიუტერულად წინასწარ განსაზღვრული წნევა გადადევნის სისხლს და ლიმფას ჩვენთვის სასურველი მიმართულებით და სიჩქარით (აპარატს აქვს მიმართულების 8 შესაძლებელი რეჟიმი და 12 სექცია თითოეულ უბანზე), აუმჯობესებს არტერიული და ვენური სისხლის და ლიმფის მიკროცირკულაციას (საჭიროების მიხედვით), მცირდება ვენების თრომბოზის ალბათობა, აქტიურდება სარეზერვო კაპილარების ფუნქციონირება და ნივთიერებათა ცვლა კანსა და ცხიმოვან უჯრედებში; მოქმედებს ცელულიტის ჩამოყალიბების ძირითად მიზეზზე - ამცირებს ჰიპოქსიას და უჯრედშორისი სითხის შეგუბებას კანქვეშა ქსოვილებში, აგრეთვე მოქმედებს უკვე არსებულ ცელულიტზე - ხდება ფიბროზული ქსოვილის და ცხიმოვანი უჯრედების დაშლა, ალაგება და ამ ადგილებში ნივთიერებათა ცვლის აღდგენა; შეგუბებითი - ჟელესებური კონსისტენციის ლიმფა გადაყავს თხევად მდგომარეობაში, რითაც აადვილებს მის გამოდევნას შეგუბების უბნიდან.
ჩვენებები:
-ცელულიტის კომპლექსური თერაპია,
-მოდუნებული, სტრიებიანი კანი,
-ქრონიკული დაღლილობის და „დაღლილი ფეხების“ სიმპტომი,
-ადგილობრივად წარბი ცხიმის ჩალაგება,
-ჭარბი წონა,
-კიდურების პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპება,
-ვენური და ლიმფური მიმოქცევის უკმარისობა,
-რეინოს დაავადება,
-სტრესული მდგომარეობა