ND YAG ლაზერი
d:yag (ნეოდიმური) ლაზერი საეპილაციო ლაზერებს შორის ყველაზე გრძელი, 1064 nm. სიგრძის ტალღის გენერირებას ახდენს (ცნობისთვის: ალექსანდრიტის 755 nm, ხოლო დიოდის 810 nm), რაც მას ყველა სხვა ტიპისა და გენერაციის ლაზერებთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს: სხივი ფაქტიურად არ შთაინთქმება კანის ზედა ფენაში, ამიტომ გამორიცხულია კანის დამწვრობის და სხვა ზედაპირული დაზიანებების ( კანის პიგმენტაციის შეცვლა) განვითარება. ამოტომაც Nd:yag ლაზერი დღეს ყველაზე უვნებელ და ეფექტურ ლაზერადაა მიჩნეული.
სწორედ იმის გამო, რომ ლაზერი მოქმედებს ოქსიჰემოგლობინზე და არა მელანინზე, ანუ სხივი არ შთაინთქმება მელანინით, არ აქვს შეზღუდვები კანის და თმის ფერის მიხედვით და ითვლება ოქროს სტანტარტად შედარებით მუქი, III-VI ტიპის (მათ შორის კავკასიური) და გარუჯული კანისთვის. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ ლაზერი არ მოქნედებს მელანინზე, თმის პიგმენტაციის ხარისხს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომაც ლაზერის გამოყენება შესაძლებელია ქერა და უპიგმენტო თმაზე.
აპარატი აღჭურვილია სპეციალური სისტემით, რომელიც პროცედურის ჩატარებას აბსოლუტურად უმტკივნეულოს და კომფორტულს ხდის.
ჩვენება: თმის მოშორება ყველა ტიპის კაზე, განსაკუთრებით მუქი ფერის - III-VI ტიპის (მათ შორის კავკასიური), გარუჯული კანისთვის, შესაძლებელია ეპილაციის ჩატარება ზაფხულშიც.
უკუჩვენებები: კანის ქრონიკული ან მწვავე დაავადებები, დეკომპენსირებული დიაბეტი, 16 წლამდე ასაკი, კრიტიკული დღეები, ორსულობა-ლაქტაცია, ეპილეფსია, ავთვისებიანი სიმსივნე.
წინასწარი მომზადება: არაა რეკომენდებული გარუჯვა პროცედურამდე 3 დღით ადრე ( მათ შორის ავტორუჯი).
პროცედურის შემდგომ პერიოდში კანის მოვლა არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას: საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მითითებით, შესაბამისი მალამოს ხმარება; არაა რეკომენდებული გარუჯვა შემდგომი 3 დღის და ცხელი აბაზანის მიღება შემდგომი 2 დღის განმავლობაში, ასევე მოსარიდებელია კანის მექანიკური გაღიზიანება.
სეანსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საეპილაციო უბნის ზომაზე.
პროცედურის შემდეგ მომენტალურად უბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რითმს.