სახის მოვლა

მიკროდერმაბრაზია

შემჩნეულია, რომ კანის ზედაპირული დაზიანება ასტიმულირებს მის რეგენერაციას, რის შედეგადაც ხდება სიცოცხლისუნარმოკლებული უჯრედების აშრევება და ახლით მათი შეცვლა. ეს მეთოდი ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის დროიდანაა ცნობილი და გამოიყენება კანის გასაახალგაზრდავებლად. ეპიდერმისისა და დერმის (ნაკლოვანებებთან ერთად) აშრევების მიზანმიმართული და კონტროლირებადი პროცესი იწოდება დერმაბრაზიად ანუ პილინგად. პილინგი სხვადასხვა მეთოდით მიმდინარეობს : ულტრაბგერით, მექანიკური დერმაბრაზიით, ლაზერის გამოყენებით, ფერმენტებით, მჟავებით და ა. შ. მჟავების გამოყენება ქიმიური პილინგის არსს წარმოადგენს.
ქიმიური პილინგი არაა შემოფარგლული მხოლოდ ესთეტიკური ეფექტებით. ამ მეთოდს იყენებენ ისეთი დაავადებებისა და კანის დაზიანების დროს, როგორებიცაა აკნე, ფოტოდაბერება, კერატომები, წვრილი ნაოჭები, ზედაპირული ნაწიბურები, დიდი ზომის ფორები, ჭორფლი, ხლოაზმები, იხთიოზი, ქსეროდერმია ....
შეღწევადობისა და ზემოქმედების მიხედვით განარჩევენ ზედაპირულ, საშუალო და ღრმა პილინგს.
ზედაპირული ქიმიური პილინგის დროს ხდება ეპიდერმისის ზედაპირული შრეების ან მთლიანად ეპიდერმისის ექსფოლაცია
საშუალო ქიმიური პილინგისას ხდება აპიდერმისისსა და დერმის პროგრამული ქიმიური დაწვა.
ღრმა ქიმიური პილინგის დროს იყენებენ ფენოლის ან კროტონის ცხიმის შემცველ ნივთიერებებს. ამ დროს ხდება მაქსიმალური დესტრუქცია თითქმის დერმის ბადებრივ შრემდე. ფენოლის პილინგის დროს ხდება ატროფიული ნაწიბურების მოცილება, ღრმა ნაოჭების გასწორება. კანის ზედაპირი ხდება გადაჭიმული და ამის შენარჩუნება 5-8 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
პროცედურის ხანგრძლივობა 30-40 წუთი